მაშინ


ჰო, მართალი ხარ,
შენში გადმოვსახლდიო..
ნისლია. 
ყველაფერი სხვა გვარად იყო,
აქამდე თითქოს ბრმად ვლოცულობდიო..
ყოველი ვერ გაბედული წერილი შენთვის,
ჩემი ყოველი, გადაკეცილი, მელნიანი ტკივილი მიმძაფრებდა სურვილს და ვხვდებოდი
რომ ყოველი მცდელობა რაღაც დამესრულებინა, უსასრულობაში გადადიოდა.
ახლა ყველა’ფერი სხვანაირია და სხვაგვარად არის.
გულში დაგიტიე, შევივსე და კარები მთელი ძალით მოვიჯახუნე,
არ მინდა ვინმემ, ოდესმე მყუდროება დაგვირღვიოს, ან შენ მოინდომო ოდესმე წასვლა. 
ჰო, მართალი ხარ,
შენ მზე ხარ, მე კი უფრო დიდი და მძიმე, ზეცა ვარ ალბათ.
ჰო, მართლა ასეა..
ჩემში გძინავს და ჩემში იღვიძებ.
შენ შეგწევს ძალა გადაწყვიტო, ჩემი სილურჯეც და ჩემი სიშავეც.
შობის ღამეს დაიწყე ჩემი სულის დალაგება..
ჩემიდან გაიტანე უცხო სამყარო, რომელიც შენს მიერ მზითვებათ მოტანილი სამყაროთი ჩაანაცვლე.
ნუ გგონია რომ, ვერ ვხდევ ''შენს გაზაფხულს, იანვრის თვეში''.
ხოდა იცოდე

*
დავრჩი თითქოს, ამ იანვრის ამარა,
დამრჩნენ ქარში გაცვეთილი ფიქრები.
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.

მიყვარხარ ჩემო.
18.01.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი