მას.
ხან სად ვითენებ და ხან სად მათენდება. დრო ასეთი უნამუსო არასდროს მახსოვს. რა მაგარი ღამეა არა? წამები ოკეანეებად გადაიქცნენ, შეშლილი, როგორც ყოველთვის. ვუყურებდი და თვალი გავუსწორე, შობის ღამეს, ყველაზე მაღალ გორაზე აღმართულ ჯვარს, ისე ამაყად მიმზერდა თითქოს ცამდე მართალიაო. ვარსკვლავები კიაფობდნენ. მთვარეც ნახევარი დარჩა ჩემ ერთგულად.. ახალ გზაზე დავდექი, ვიცი მიხარია, და ამაყიც ვარ( ჯერ კიდევ ვერ გააზრებულ ბედნიერებასთან ერთად) არავინ უწყის, კიდევ რამდენი სალი კლდეა, გაუვალი გზების იქითაც. ხანდახან გიყურებ და მგონია, რომ შენ ინახავდი ჩემ საიდუმლოს. თითქოს გითხარი და დამავიწყდაო. გათავისუფლებ ყველა ფიცისგან * ვიდექი ყინვაში და მცხელოდა.. ვიდექი ქარში და არ ვიქცეოდი.. ვიდექი ცეცხლში და ვიყინებოდი.. ვიდექი ზურგით და გელოდებოდი. * სანამ არ მოხვედი.. გიყვარვარ მიყვარხარ არც ფიცის მწამს, არც სიტყვების. მე მხოლოდ შენი, ჩემთან შედარებით, უფრო მუქი და ლამაზი თვალების მწამს. მინდა შენც იწამო. რაღაც სულიერზე მეტის გამეტებით, მიყვარხარ, ისე როგორც შემიძლია. ნუ იკმარებ. ვალდებული ვარ გაგიფრთხილდე ჩემო საჩუქარო ჩვენ ერთი გზა გვაქვს, ერთი ნაბიჯი. ჩვენ ერთ კვალს დავტოვებთ. გპირდები, ყველა იოცნებებს ჩვენნაირ სიყვარულზე. 08.01.2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი