მას
მძულს ყველაფერი ახლა შენგარდა, მძულს, შენიანად მთელი სამყარო მე თუ ამინდები ჩემში ვერ განდე, ანუ ყვავილებო, შენში დამჭკნარო. ფერთა შეუცვლელი მუქი შრეებიდან ჩემი თაროები ისევ ნაგვიანი, ჩემო, ახლა ისევ გადის დღეებიდა სახლში დაბრუნებას ვიცი ვაგვიანებ. სისხამს ეგებები მარტო წარუშლელად. მოდი დაივიწყე ჩემი აპათია შენი ნაწერები კანზე გადმოშლილი მინდა იცოდე, რომ ყველა გაპატიე. ვიტევ ნაწვიმარი მშრალი ფოთლებიდან ქარში წამოკრეფილ ყველა ნაიარევს ეჰე, სიცოცხლეო მიწად გორდებიდა გულში ტკივილების კონად გამიარე. ქოლგის დაფარება იცი არ მჩვევია როცა წვიმდება და ყველა ეფარება რაღაც შენობებს რომ ხალხი ამჩნევია ჰო მე გიჟი ვარ და ჩემი მოფერება რა ვქნა, ასეთია ჩემი ხასიათი ხოდა ეს წვიმებიც შენი მზითვებია და თუ გაგიქრება ჩემი ათინათი და თუ ეგ თვალები აღარ ინთებიან, მე ვერ გაპატიე, ჩემო უჩემობა ახლა ამინდები ისევ დარდიანი ოხ რა მწარე არის ღმერთო უშენობა თვალი დახუჭე და გვერდით ჩამიარე, აღარ ავირეკლე, მთვარემ მზის სხივები აღარც ბალახები ცრიან გაშმაგებით მთელი დედამიწით წყალში ვიძირები ჩემი ცოდვებით და ჩემი ეშმაკებით. ახლა აირია ისევ ყველაფერი ყველა უთარიღო წამი დაიტბორა ღამევ, ვერ შეძელი ჩემთვის ვერაფერი ჰო, შენ უძლურიხარ, ხოდა გამიგონე ჩემთვის ტკივილები რომ არ არსებობდეს როგორ დავწერდი და როგორ დავხატავდი ეს გზაც იმხელაა ჩემი არსებიდან ცაზე გამაკრან და მაგრად დამსახავენ ხოდა გამეცალეთ ყველა ერთიანად ყველა მეზღაპრეს და იყოს თუნდაც მითებსს ჩემი არსებობა ღმერთო იმხელაა ჩემი ძმაკაცების გარდა ვერ დამიტევს მგონი ვერავინ და მგონი ვერაფერი ისევ ქარწაღებულ გრძნობას დავიმონებ ღამევ, ვერ შეძელი ისევ ვერაფერი ჰო, შენ უძლურიხარ, ხოდა გამიგონე გულში არ მეტევა სისხლი ამღვრეული და ეს ამინდები ისევ სხვაფერია.. ნახე, ჩვენი გზები ისევ დარღვეული ღამევ ნუ იღელვებ, აღარაფერია. ჰო მე კარგად ვარ და, ყველამ თავს მიხედეთ ოსევ ამბოხების და ორპირობისა ლექსის ბოლოს კიდევ, ზღვისკენ გაიხედე ერთად დავიძახოთ, ზღვაომშვიდობისა. 17.10.17
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი