ლუმინერი
უკვე შაბათია. ღამეა, დაახლოებით ხუთი საათი. ლუმინერს ვუსნენ(დღეს უკვე მეასედ) შენ დამემშვიდობე და ახლა მშვიდად გძინავს,როგორც გისურვე. ვდგავარ ფანჯრებთან, ვუყურებ ყვითლად განათებულ ლამპიონს და თვალს ვუსწორებ. ჰო, ზედმეტად ამაყი გავხდი. მგონია, რომ ყველაფერი შემიძლია, ან რატომ არა.. რა არის ისეთი, რასაც ვერ შევძლებ? არც არაფერი. ბავშვობიდან ამაყი მზერა მქონდა, ბევრი ვიყავი მეგონა, არადა ერთი წვეთი, ერთი ნიავი და ერთიც წერტილი. მეტი არაფერი.. სულ მეგონა სწორად ვიყურებოდი, სანამ არ გამოჩნდა მართალი თვალები.. ჰო, ეს თვალებია, რომელმაც წვეთი ზღვად აქცია, ნიავი ქარიშხლად და წერტილი ცად. რამდენი ბრძოლა მოვიგე, ჩემი რომ გრქმეოდა. ვინ იცის.. ყოველთვის იყო ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი, რომელიც არ მანებებდა შენამდე მოსვლას. ვიდექი მეორე მხარეს და აქედან გიცავდი. არასდროს არაფერის შემშინებია, ახლა მხოლოდ ერთის, ჩემი თავის მეშინია, მეშინია ჩემში დატეულმა ამხელა სიყვარულმა რამე არ დაგიშაოს. ახლა ხომ კითხულობ ამ ჩანაწერს, ჰოდა დაფიქრდი.. ხვდები სადამდე შეიძლება წავიდე და წაგიყოლო? მზად ხარ მთელი ცხოვრება აიტანო ზღვა, ქარიშხალი და ცა? არ გაშინებ.. მინდა გამიაზრო. მე ვერსად გავექცევი მზის სხივებს და გაზაფხულის სურნელს, თუნდაც გაყინულ ზამთარში. არც შენ წახვალ. ჩემში აშენებულ ბუდეს ვერასდროს შეელევი, ჰოდა იცხოვრე ჩემში, უფრო სწორედ განაგრძე ცხოვრება. და ბოლოს, თუ გინდა ჩემში ცხოვრება კესანეებს მოუფრთხილდი. იცოდე არ დაგვიჭკნეს! 05.02.2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი