16 თებერვალი


ყველა ზღვარი გაქრა , ყველა აქამდე არსებული.
მგონი გავგიჟდი. გრძნობების ქაოსში ყელამდე ვიძირები და მაინც ყოველგვარი უსახო აბსტრაქცია ფსკერზე ექცევა და ბედნიერების შუქი დაწინწკლული სხეულის მრგვალი ნაჩვრეტებიდან სხივებად იშლება. როგორი ამაღელვებელია ეს პირველი დამჩნეული ნაკვალევი და ალბათ წარუშლელიც. ბაბმის ქულასავით უშველებელი ფიქრის ღრუბლებს შენიანობის ქარი უბერავს და თავის ნებაზე აბორიალებს. 
რაოდენ ლამაზია ხანდახან წარსულ ფრაგმენტთა მოგონება იმ იმედით, რომ ეს უმშვენიერესი მომავლის დასაწყისია
და თურმე ფიქრებიც მეტყველებენ თავიანთ ენაზე.
როგორიაო ბედნიერება, ჩემს თავთან გამართულ ღრმა საუბრებში ჩნდებოდა უშველებელი კითხვის ღრმულები და პასუხი რა ახლო ყოფილა თურმე. ხედავ, როგორ მარტივი ყოფილაო ბედნიერება ? - მეჩურჩულებოდა ჩემი თანშეზრდილი სიყვარული და მართლაც , როგორი მარტივი და რამდენად შენფერი ყოფილა ბედნიერება ჩემო ...
***
ხელით ვეხები გაფითრებულ ბაგეებს და ვცდილობ დღევანდელ მოგონებებს შევახო უშენოდ გაყინული ხელის გულები . ყოველ მცდელობაზე თავიდან მარხევს ჟრუანტელის ტალღები ისე, როგორც ზაფხულის თბილ ზღვას ატორტმანებს მშვიდი ნიავი..
მიყვარხარ ძალიან , ძალიან.. 
მისი. 16.02.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი