ამინდი
შენი თვალები ზღვაა_ შენი თითები, ღმერთი.. აზრები სხვა და სხვაა, ფერები ზუსტად ერთი. შენი ხელები მზეა, შენი წარბები, წვიმა.. ვწერ, ახლა აპრილის თვეა, და კოკისპირულად ცივა. შენი მკლავები რტოა, შენი ნეკნები, ელვა.. გაფრინდე უკვე, დროა.. ახლოა, ღამის ღელვა. ჩემი სამყარო ღრმაა, ჩემი ფიქრები, დენთი. შენი თვალები ზღვაა_ შენი თითები, ღმერთი. 06/07/19
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ეს ძალიან კარგია ♥