3:25
ამ წუთას ყველა დღე ბნელია. ან ყველა ღამეა ნათელი, ხელები შენს ხელებს ელიან გათელილს. ამ წუთას ყველა გზა ფართოა, ან ყველა ვიწროა, არვიცი.. ვიცი რომ, ის ახლა მარტოა_ დამიცდის. ამ წუთას ოთახში ბუღია, სახლს ჭერი მთლიანად ავხადე.. დღეს წვიმას არ გადაუღია, დაგხატე. ამ წუთას ტაძარში გელიან, შენ, თეთრი კაბით და სანთელით.. ამ წუთას ყველა დღე ბნელია, ან ყველა ღამეა ნათელი. 04/30/2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
:( ♥
:( ♥