შენ, იცი..
დღეს შენი დღეა ეშმაკო, დღეს შენ მაჯობე. ღამეა, და ახლა არ ხარ. ჯვართან ვარ.. მაღლა ვიყურები და ვამბობ, ღმერთო ნეტავ განახა რალამაზია ამ ღამით შენი სამყოფელი, ნეტავ შენც ჩემსავით ქვევიდან უყურებდე ახლა ცის ბრწყინვალებას, მძივებივით ასხმულ მარგალიტებს. * შენ იცი, როცა დარია.. ჰო როცა დარია და, ანდა უფრო ცისფერ ლანდად ქრიან ქარები.. და ვიცი, ახლა ალბათ შენც გიხარია, როცა ჩვენს სულში, დამტვერილი ქარბორბალები ძვლებს გვიკეცავენ. ხარ და ჩნდებიან, ინთებიან და დიდდებიან.. მე კი შენთან ვარ, გიყურებ და ვფიცავ დანარჩენს, ქარები ქრიან_ და ეს სულ სხვა ამინდებია.. ეს ის ღამეა, როცა ქარიც ვერ გადამარჩენს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი