არავინ


მიწაზე ღრუბლების მიძინებით,
დამხრჩვალი 
ყვავილის წიწვები...
ცეცხლში ჩავვარდი
და ვიძირები,
ყინულზე ვთარეშობ და 
ვიწვები.
შეხედე გადაშლილ კაქტუსებს..
სულიდან
ვიღაცა ღიღინებს,
ჩემგამო
ისევ შენ დაგტუქსეს,
სასჯელად ისევ მე მიმიღე.
დეკემბერიაო ოცდაშვიდი
მე ახლა ქუჩაში ვდგავარ,
ნაწილ-ნაწილებად როცა მშლიდი
მიხვდი რომ 
არავის 
ვგავარ.
12/27/2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი