აისი


დანამული ფილტვებიდან ამოკვნესილი მძიმე ჰაერი.
ბნელი და ცივი თვალებიდან შემჩნეული შავი ცა და
გაუაზრებელ ფიქრთა დილეგი.
ღამეა.
განთიადი ახლოვდება..
სადაცაა რაღაც იყივლებს,
რაღაც ისეთი, თავს რომ არ ახსოვს.
ზღვის ამინდია..
მშვიდი ზღვის.
ღამეა, კიდევ ერთხელ.
ვიძინებთ, უფრო ადრე შენ ან მე,
ან ორივე ერთად.
შენ შენს სახლში, მე ჩემთან.
სისულელეა,
ვდგები და მოვდივარ.
მთვარე გიტაცებს და ჩემთან მოყავხარ.
ჰოდა მივდივართ.
ემოციებით სავსე, პირველი თვალუწვდენელი ჰორიზონტის შეფეთება, ზღვისა და ცის გასაყარზე.
შუაგულ ნაპირას ვსხდებით,
ჩემ მხრებს ეყრდნობი..
ლამაზ სიჩუმეს მიამბობ.
ტალღები ყივიან, რომ ვამბობდი.
ასე ვარ სახლში ყველაზე მეტად.
სახლში ყოფნა არ ნიშნავს, თავზე ჭერი მეხუროს.
მერე თენდება..
დილის სუსხი, ზღვისა და მზის შეხვედრა.
ჩემს მხრებზე გძინავს.
შენი ღვიძილი, თან მოყოლებული შეშლილი სახით.
ჩემი ღიმილი, განცდა სრულყოფილი ბედნიერების(ჩემეულ).
ისევ ტალღების უცვლელი ხმაური.
უფრო კი შენი სიჩუმე.
ზღვაზე გადამფრენი ჩიტები, შენ როგორც იტყოდი.
არსაით არავინ ჩანს.
ჩვენ სამნი ვართ ნაპირზე.
ნაპირს აქეთ მე და შენ,
ნაპირს იქით ზღვა.
რჩება განთიადი..
შენთან გეჩქარება.
ზღვავ მშვიდობისა.
ვემშვიდობებით..
გკიდებ ხელს და ვბრუნდებით.
გკოცნი და ლოგინს გაბარებ.
მეც ვბრუნდები, იქ..
სადაც არ ხარ და სახლსაც ჭერი აქვს.
ვწვები და ვიცი, რომ
მე ამ ღამეს წერტილამდე დავიზეპირებ.
31/03/2017
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი