გამონათება
ვითომც არაფერი, ისე დაილია ქუჩა წვეთებისგან.. წვეთიც ისეთია, ყურძნის მტევნებივით თითოდ ასარჩევი. ჩემთვის ნაწილ-ნაწილ მყისვე გრძნობიანად ისევ ვსველდები და წვიმას ნუ აბრალებ, იქნებ სულ არ ჰქონდათ ღრუბლებს გასაქცევი. რადგან შევეჩვიე ქუჩის იდილიას გადამეტებულად, მიწევს გულის ჯიბით ისევ თან ვატარო ცალად ერთი ვარდი. წვიმს და ახლა ჩემთვის ქოლგის მოფარება, იცი სირცხვილია, ჩემდა უნებურად, ვითომც არაფერი ისე შემიყვარდი. დარაბს მიფარებულ გაზაფხულისავით ჩუმად აირიე, ვეღარც მოვასწარი შენი დაჭერა და სულში შესახლება, წვიმს და ეგ თვალები ცისარტყელასავით ნაირ-ნაირია.. მე კი როგორ წესი იცი გაქცეულს რომ აღარ გეახლები. ისევ გაგიარა სიმარტოვის სხივმა თანაც უწინიდან, ანუ ის დრო არის უნდა ამოგევსოს ცრემლით ეგ თვალები. და შენ როგორც წესი, ზიხარ ფანჯარასთან მთვარეს უცინი და მე კი თავს ვიწამებ, რომ მე ძველებურად აღარ მებრალები. 02/04/2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
♥