დედამიწის ყველა ქუჩას მე შენს სახელს დავარქმევ


დედამიწის ყველა ქუჩას მე შენს სახელს დავარქმევ
ყველას ,შენზე შეყვარებულს შენზე ტრფობას წავართმევ
მთვარეს მოვწყვეტ,ციდან ღრუბლებს ზღვის ტალღებში გავაბნევ
თან დიდ ვნებას მოგიგზავნი შენს გონებას ავამღვრევ 
    ღამის შუქში ვარსკვლავს მოვგლეჯ,ქარს ვთხოვ     შენთან წაიღოს,
მზისგან სხივებს მოვიპარავ ისე ,რომ ვერ გაიგოს
გონებას და სულს ვუბრძანებ შენსკენ სწრაფად დაიძრას ,
თანაც კოცნას გამოვატან გრძნობები რომ აღგიძრას 
    გზას გავწელავ შენს გულამდე ,ზედ კი გრძნობის ხიდს გავდებ
კუბიდონთან მარადიულ, ნამდვილ ძმობის ფიცს დავდებ
გავაცოცხლებ შენთვის შოპენს ,რომ დაგხატოს ნოტებით
ლამაზ გვირგვინს მოგიქარგავ ნაზი ლერწმის ტოტებით
    მთის მწვერვალზე შემოვჯდები შენს ნაფეხურს გავხედავ 
ცამ ცქერა რომ დამიშალოს მასთან ჭიდილს გავბედავ
დავამარცხებ ამ შორ სივრცეს ,გამოვყვები ნაკვალებს
შენთან მოვალ დაგიკოცნი ,მაგ კამკამა ლაღ თვალებს.
სიყვარული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი