თქვენ, დღეებო უწინდელო...
მიილია ეს ზაფხულიც, თანაც შენზე ფიქრში ისევ, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, ჩემო თვალებმოკისკისევ, რომ ვერასდროს მოგინატრებ, როგორც ჩემს ვერ შეგითვისებ, თან სილაღით შენი სულის, ახლა სხვის გულს ახალისებ. მინდოდა ,რომ მთელი ღამე, სეირნობით გათანგულებს, ეხილათ მზე მოკაშკაშე, ჩვენი გრძნობით გამთბარ გულებს, ან წვიმიან სიცივეში, გათოშილებს, გაყინულებს, ჩვენ გაგვეთბონ ერთმანეთი, ხელიხელჩაკიდებულებს. მინდოდა ,რომ ყოველ ახალ ზაფხულს ერთად შევხვედროდით, თუნდაც წამით განშორებას არასდროს დავნებებოდით, თქვენ ქარებო რად არ ქრიხართ? მაშინ, ხომ სხვაგვარად ქროდით? თქვენ, დღეებო უწინდელო? დამიბრუნდით ,ისევ მოდით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი