ეს მიწა ჩემი,წინაპრების ნათოხნ-ნაბარი


ეს ჩემი მზეა, ეს ჩემი ტყე, ჩემი მთა ბარი,
ეს მიწა ჩემი,წინაპრების ნათოხნ-ნაბარი,
ეს ჩემი ზღვაა , ეს ცა ჩემი, კამკამა,ლურჯი,
დავიღლებოდი მის ხატვაში რომ მქონდეს ფუნჯი.
   ეს დილა ჩემი , სიხარულით რომ ირიჟრაჟა,
   ამ დილამ ზარდა რუსთაველი,აკაკი, ვაჟა,
   გალაკტიონი,ჩემი ლადო ,ჩემი ილია,
   იეთიმ გურჯიც ხომ ამ ქვეყნის ღვიძლი შვილია.
ჩემი ხვანჭკარა,ოჯალეში,ალადასტური,
ჩემი კრახუნა და მანავის მწვანე მაცდური.
ჩემო ,,ნადურო" ,,ოროველავ" ჩემო ,,ჩაკრულო" 
შენ საქართველო ათას მტრისგან ჯვარზე გაკრულო
   ჩემში ხარ მარად ,ტყეც ჩემია და ეს მთა ბარიც,
   და მიწაც ჩემი ,წინაპრების ნათოხნ-ნაბარი.
   როგორც კალმახი არ ნებდება  წყალუხვ დინებას,
   ჯიუტად მჯერა  მოვესწრებით ჩვენც გაბრწყინებას.
საქართველო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი