როცა სხეულს ფიქრებისგან დაეტყობა დაღლა


როცა სხეულს ფიქრებისგან დაეტყობა დაღლა,
როცა მუხლზე დაჩოქილი ხელებს აპყრობ მაღლა,
როცა ზეცას შეჰყურებ და დახმარებას ელი,
როცა გაგახსენდება შეცდომები ძველი,
როცა დარდის,ტკივილისგან,ლამის გასკდეს გული,
როცა გრძნობ ,რომ აღარ არის ეს ძგერა გაბმული,
როცა ღამის შიშისაგან კანკალებ და კრთიხარ,
როცა ოფლში გახვეული ცრემლებს მოურთიხარ...
მაშინ უკვე აღარ იცი რას ჩასჭიდო ხელი,
მაშინ ფიქრობ,რატომ გერგო მწარე განსაცდელი,
მაშინ სული შეძრულია ,მწუხარეა, რადგან,
თავში მოგონებები მიგაქროლებს სხვაგან,
მაშინ გრძნობ, ამ ცხოვრებაში ,რომ რაღაც გამოგრჩა,
 მაშინ ფიქრობ, ეს ცხოვრება აქ დამთავდა ,მორჩა!!

   მხოლოდ მაშინ ,როცა ხვდები, დარჩი მარტო,ერთი,
ზუსტად მაშინ გახსენდება ,რომ არსებობს ღმერთი.
ზეციერო,დაიფარე ეს ცოდვილი სული
უფალო,ისმინე თხოვნა, ეს ზღვარგადასული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი