მაინც იმ ერთს ვეძებ ყველა ქალში!
სანთლის ალში შერეულა ღამე
გაცრეცილი სიტყვით ვიწყებ ლექსს კვლავ,
იქნებ რითმა მომაფიქრდეს რამე,
მუზავ ჩემში მოზღვავებას რად კლავ?
ისევ სულზე მოვყვებიდი ბოდვას,
ან სიმართლის განვაგრძობდი ძებნას,
ისევ ერთ ქალს შევასხამდი ხოტბას,
ანდაც მრავალს დავუწყებდი შებმას.
მაგრამ, აზრი არ არსებობს ამის,
გაიფანტა სიზმარივით ვნება,
მომლოდინეს უნიათო ჟამის,
სიხარულიც უსინდისოდ ქრება.
თუმცა, ღირს კი რეალობის განსჯა?
იქნებ მუზაც დაიქანცა სიბრძნით?
თითქოს ესეც ერთგვარია დასჯა,
მწვერვალისთვის ყველა ხომ არ ვიბრძვით...
შერეულა ღამე სანთლის ალში,
მაინც იმ ერთს ვეძებ ყველა ქალში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი