აზრად ქცეული...
სადღაც მარტოობის წვიმად დაქცეული, ჩემი ფიქრებიდან ვითომ გაქცეული, მერე, არსებობის კართან დამტვრეული, ციდან მოცქირალი გული, დამსხვრეული... სურათად შექმნილი, უკვე დახეული, ფურცელზე ნაწერი სიტყვები წყეული, მუდამ მხიარული, მხოლოდ ფიქრებში, გადამალული მისი სხეული... ღამის ქუჩები, გზები ხვეული, სკამზე დაფენილი ძველი რვეული, ამ სკამზე მჯდარი, ჩემთვის არაფრის, მაგრამ ზოგისთვის ბედის რჩეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია