იოთამ ზედგენიძე


მეფეო ვფიცავ, არ ტყუის თვალი,
მათ შეურაცხყვეს ქართველთა გვარი,
სამშობლოს იარად დარჩება კვალი,
დროა ვიშიშვლოთ  წინაპართ ხმალი!

შენი ფიქრები არს დიდად მცდარი
სად ჩანს ჩვენს შორის ესოდენ ბზარი?
სჯობს მოვამზადოთ უმალვე ჯარი
ესმას შენს ყურთა პასუხი მყარი!

გავცვალოთ კარვები — ღამეა წყნარი,
ხვალაც დადგება ნათელი დარი,
თავის გაწირვის დღეს არის ჟამი!
შენს დასახსნელად მეყოფა წამი

მოღალატეთა იღება კარი,
დროა ვიტვირთო ეს მძიმე ჯვარი!
ჩემი მკერდია  ქართველთა ფარი,
მუდამ გახსოვდეთ სამშობლოს ვალი!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი