ყინწვისის ეზო
გარდაცვალებას გავდა წარსული. გამხმარ ტოტებში მოსჩანს ყინწვისი. გულგატეხილი და გათანგული. გამახსენდება ძველი ივნისი. გამოიღვიძებს აწმყოს კვირტები. ფოთლების შრიალს მივცემ გონებას. არ მასვენებენ ფიქრის თითები რომ ეხებიან ჩემს მოგონებას. ყინწვისის ეზო და ხმელი ჩერო. მწვანე ბუნების მომავლის ასლი. მითხარი წამო სად შეგაჩერო? სამწუხაროა ფიქრებს ვერ წაშლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი