ამ ათი ჭიქით
*ამ ათი ჭიქით* შუაღამისას,როცა სიბნელე სიცოცხლის ხმაურს დროებით აქრობს, ორზეა სუფრა:მე,შენი ლანდი... და დღისით ნაქარგ სტრიქონებს ვაწყობ პირველი ჭიქით ვადიდებ უფალს, მეორე ჭიქით სიყვარულს შენსას, მესამე ჭიქა მომავლის ფიქრებს, რწმენას,ოცნებებს და მწუხარებას მეოთხე ჭიქით ვლოცავ შენს თვალებს, როგორც მნათობი-სანთელი ტაძარს, მეხუთე ჭიქით იმ წარსულს ვლოცავ, მოგონებებით რომ მაძლევს ძალას გადამთვრალ მუზას აემღვრა ფიქრი და ეკარგება გონება მყისვე, მეექვსე ჭიქით შენს სხეულს ვლოცავ და შენს ლანდს ისევ ვუკოცნი თითებს მეშვიდე ჭიქა?!შენს მშობლებს ვლოცავ, თანაც ხელოვან ხალხთა სიაში, რა მონა ლიზა,დაგხატეს განძი, მოხვედრილია ტყვია მიზანში და მერვე ჭიქით ვლოცავ იმ ტყვიას, სასიკვდილოდ მჭრელს ჩემი გულისა, ვერ გამიგია მოსულა რისთვის და რა საოცრად შენიღბულია ამ მეცხრე ჭიქით,ამ მეცხრე ჭიქით, დავლოცავ ალბათ კარს მომდგარ დილას, ვიტყვი რომ ჩემი სიცოცხლე მხოლოდ, შენდამი მოძღვნილ ლექსებად ღირდა მეათე ჭიქა იყოს დროებით, გადამთვრალ რითმის არ მოშლის ნიშნად, ხვალ ღამით ისევ შენს ლანდთან ვთრები, ხვალ ისევ შენზე ფიქრები მინდა...❤️ აკაკი გორდელაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი