მოდიოდა უცხო ქალი


მოდიოდა უცხო ქალი,
დარი მზის სხივისა,
მოდიოდა,ნათელს ჰფენდა
ღვთაებრივი შარმით,
არასოდეს არ მინახავს,
სახე მრავლისმთქმელი,
ერთი თვალი სიხარულის,
ერთიც ალბათ დარდის

სადღაც შორით გაეტაცა,
ღრმა ფიქრების მორევს
ჰო,ფეხდაფეხ დაჰყვებოდა
თმებს უშლიდა ქარი,
გადაიღო სულში წვიმამ,
ნიშნად ცისარტყელის,
მოდიოდა,ნათელს ჰფენდა
ვიღაც უცხო ქალი...❤️

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი