თითქოს რაღაცამ აურია...❤️‍🩹


თითქოს რაღაცამ აურია
ამ ჩვენს ყოფაში,
ალბათ,სიკეთე გამოკეტეს
სადღაც ოთახში

ქუჩაში ვხედავ სევდიან 
თვალებს,
უსიყვარულოდ
კაცებს და ქალებს

იქეთ ბავშვობას ართმევენ
ბავშვებს,
აქეთ ვიღაცა დასტირის 
ვალებს 

და გამარჯობაც ისეთია,
რაღაც
უგულო,
რწმენას გიკარგავს 
გაგიმარჯოს თქმა რომ
უსურვო

აღარც დუმილია ოქრო,
აღარც ბრძნულად თქმაა ვერცხლი,
ძალას გამოლეულს ვუცქერ,
ფარას შესევია მგელი,

ყველა მართალია ირგვლივ,
ყველა ჭეშმარიტად ლაყბობს,
ადრე რომ ფასობდა ერი,
იმის მეათედად ფასობს...💔

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი