გლეხი...


გლეხი თავის საფიქრალში
ცხოვრობს,
თუ შეიცნობ მიუხვდები 
ნატვრას,
ჭიქა ღვინით ვლოცულობდი
ღმერთთან:
არ გამიქრო წინაპართა 
ფაცხა

კრიმანჭულის ხმები მინდა 
ჭერქვეშ,
დალოცვილი ნაჟური და 
ჭაჭა,
თხილის წკნელით მოქარგული 
ოდა,
ცხემლისაგან გამოთლილი
პწკალა...🏚❤️

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი