სიგიჟემდე მწუხარება იცის...


სიგიჟემდე მწუხარება იცის,
ოდა სახლთან განშორების განცდამ,
კარ-მიდამო უსიცოცხლო ვნახე,
ვენახი კი ცრემლიანი დამხვდა

ისევ იშვა მოგონების ცეცხლი,
ძველებურად ჩავეხუტე მარანს,
მთელი ღამე ვუყვებოდი წარსულს,
დაობებულ ფურცელსა და კალამს...💔

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი