წამიერად მომელანდა...
წამიერად მომელანდა მშობლიური მიწა, ოდა სახლზე მოალერსე წმინდა ვაზის ღერო, იქვე მხცოვან მუხის ძირას საქსოვ ძაფით ხელში, მუდამ ტკბილად მოსაუბრე,მომღიმარი ბებო სულში ცრემლად ჩამეღვენთა მონატრების განცდა და მომინდა რომ ფეხშიშველს მომერბინა მდელო, წასვლისას კი ერთი თხოვნის ასრულებას ვნატრობ, ჩემს სოფელში,ჩემს მიწაზე მიმაბარონ ღმერთო...❤ აკაკი გორდელაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი