რამ გაგაოცა?!


რამ გაგაოცა,რა გაგიკვირდა,
ვის არ ჰქონია ერთი ფიქრი
ცხოვრების გზაზე,
ამ სამყაროში საკუთარ მეს
უპოვოს სკამი,
ხედი ფანჯრიდან რომ ნათელი
ფერებით დატკბეს

რამ გაგაოცა,რა გაგიკვირდა,
ვინ არ მოუკლავს ჩვენს ყოფაში
ერთ გულცივ ნათქვამს,
როგორც წესია,გასამართლებენ,
მერე ეძებენ მტყუანს და 
მართალს 

რამ გაგაოცა,რა გაგიკვირდა,
აქ ყოვლისმქმნელი ქრისტე 
აცვეს საკუთარ ჯვარზე,
და თუკი ვინმე სიყვარულს
გალობს,ყველას ტალახი
ეყრება თავზე 

რამ გაგაოცა,რა გაგიკვირდა,
ფურცლის მიმართაც დავკარგე
ნდობა,
არსად ვიტყვიო ასე დამპირდა
და ქართან ერთად დაიწყო
ქროლვა 

რამ გაგაოცა,რა გაგიკვირდა,
სიკვდილს კიარა წუთისოფელს 
უნდა უფრთხოდე,
არ აგიყოლოს მღვრიე დინებამ
და სულიერად არ 
დაუშნოვდე...❤️‍🩹

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი