ისევ აქ ხარ?
ისევ აქ ხარ?გავიფიქრე წახვედი, საკუთარი არსებობა შემძულდა, ფანჯრის მიღმა მიცოცავდა ცრემლები, მთებს ნისლები მგლოვიარედ ეხურა ჩემი ქოხი,კვამლი ცისფერ თამბაქოს, ლურჯი ღვინო,სარკმელს შავი ფარდები, პოეზიის საღამო და სიჩუმე, ტაში მატკბობს მოწვეული ლანდების ფიროსმანმა ჩემი ხათრით დაგხატა, მადლიერმა გამოცალა ყანწები, გალაკტიონს რითმა ძმურად ვესესხე, წავაქციე მტვრიან ქალაქს ბავშვები ისევ აქ ხარ?გავიფიქრე გავგიჟდი, უშენობას ჯოჯოხეთიც სჯობია, ჭეშმარიტად საოცრება ყოფილხარ, ჭეშმარიტი სიყვარული მცოდნია❤
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი