რა დამავიწყებს!


მეციხოვნეებს ვხედავდი ლანდად,
ჰორიზონტს მიღმა სხივი ქრებოდა,
მიჰქონდა ლანქერს მშიერთა თევზი,
და კოდმეებზე ენარცხებოდა

ორი  გლეხკაცი ელოდა დოვლათს,
წინაპართ საქმით ხარობდნენ ჭალას,
რა დამავიწყებს იმ კოხტა ბუდეს 
ნაცრის მჭადსა და კოპლება კალმახს

რა მცირე ჰყოფნის ბედნიერებას,
და ჩვენ სულ სხვა გზით ვეძებთ ცხოვრებას,
მე იმ ქართველის სიცოცხლე მიყვარს,
წინაპრით ნასწავლს რომ თვლის ქონებად

ეჰეეე,რა მოგკლავს გულო სამოთხეს,
ათასი ცუდი გესმის,თუმც ხარობ,
მოხუცში ისე ძლიერად ფეთქავ,
რომ მტრის გულს ისარ-ისარზე არსობ 

და თქვენ თუ ვინმე,ოდესმე მკითხავთ:
სიამტკბილობა ნეტავ სად არის?
მე გავშლი ხელებს ჩემს ღვთიურ მიწას,
და გიპასუხებთ-აი,აქ არის❤

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი