რა აზრი აქვს?!
ასხლეტილი სიტყვებისგან დავიჭერი, გაზაფხულდა თუმცა ისევ ქარბუქია, ჩემი სულის გალაქტიკას მზე რომ მოწყდა, სასიკვდილოდ საოცარი საბაბია ავენთე და სხივებს ძალა აღარ ჰქონდა, პიროვნება სულ ამაოდ ვქექე ჩემში, აქ სტრიქონებს ორი სიტყვა ერითმება, მხოლოდ ხორცი,მხოლოდ ლეში დავაპირე საოცარი გარდასახვა, მაგრამ ჯერ ხომ ერთი ხეც არ დამირგია? მიცვალება ბევრნაირი წამიკითხვას, მაგრამ მსგავსი მე ჯერ არსად გამიგია გამარჯობა,მე ხომ ამწამს მომესალმეს, მეც ხომ უმალ ვუპასუხე,გაგიმარჯოს, ნეტავ მართლა გაიგონა ჩემი სიტყვა, ღმერთო,ჩაწყდეს და უკვალოდ დაიკარაგოს რა აზრის ამგვარ ყოფას,ვეკითხები, გამხარ ხეზე შემოდგომის ფოთოლივით, მე ხომ სევდის ზღაპარი ვარ,რაღაც ცივი უდედმამო ბავშვებისთვის მოყოლილი რა აზრის ასეთ ყოფას გეკითხები, ვინ გაგიშლის ხელისგულებს საკითხავად, ეგ კრებული მტვრის ღირსია მეგობარო, ეგ ლექსები სასიკვდილოდ დაიბადა...❤ აკაკი გორდელაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი