ამ მთის იქით


ამ მთის იქით ცხოვრებაა და სიცოცხლით ტკბობა,
აქ სიძულვილს ემატება შიმშილი და 
მტრობა
ამ მთის იქით წინსვლაა და წარმატების
მდელო,
აქ სიმინდი ერთი ტარო,საქონლისთვის
ღერო

იქ სიწყნარე წესის მიერ,წამი მშვიდად 
ქრება,
აქ ბობოქრობს ცხოვრება და ხიფათებს
აწყდება,
იქ იმ უწყლო ქვეყანაში წყალს უფასოდ 
დალევ,
აქ რომ წყალმა თან წაგიღოს ვიღაც 
დაგამადლებს!

მერე იყო სიჩუმე და გაცოცხლება
სულის,
და პასუხის წამობოდვა წრფელზე წრფელი გულით,
იქ თუ შევძლებ სანუგეშოდ რომ წავიღო 
ნეტავ,
ჩემი მრწამსი,მამული და სანუკვარი 
ენა...❤

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი