წვიმდა
წვიმდა,სიცივე შარაგზაზე ეძებდა გამვლელს, სევდამორეულს მოექარგა წვეთებით მინა, თამბაქოს კვამლში გახვეული ფიქრობდა კაცი, ნეტავ თუ შერჩა ამ სამყაროს რაიმე წმინდა წვიმდა,სიცივე შარაგზაზე ეძებდა გამვლელს, ქოხში ლამპის შუქს ჩუქურთმებში ჩაესვა რითმა, თამბაქოს კვამლში გახვეული ფიქრობდა კაცი, სულ ეს თუ იყო,მოვლინება მაშ რაღად ღირდა სიცივე მაინც არ იშლიდა,ეძებდა გამვლელს, ხეს მოვშორდიო,ცრემლად ქროდა ფოთოლი ქარში, თანმიმდევრობა ვერ აეხსნა,ღელავდა ვიღაც, უდედმამობას კოშმარულად იტანდა ბავშვი ამოუხსნელი,იდუმალი ცხოვრება სჩქეფდა, ხან უგზოუკვლოდ,სიჩუმეში ქრებოდა დარდი, თუ ერთისათვის სანატრელი იყო ქონება, მეორეს დედის მოლანდებად აღექვა განძი ნეტავ რა არის ცხოვრებაში ხლართული კვანძი, განთიადს,ნისლში გახვეული ფიქრობდა კაცი❤
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი