მერე რა


მერე რა თუკი ცხოვრების ფერხულს,
ვერ აუყევი არა გაქვს ნიჭი,
და როგორც სხვები გეგმავენ დილით
შენთვის არ არის ეს ჭეშმარიტი

მერე რა თუკი არ უსმენ ჰანგებს,
აღიარებულს უამრავ ხალხში,
არ შეგიძლია რომ სისულელეს,
სხვისი გულისთვის დაუკრა ტაში

მერე რა თუკი იწამე ღმერთი,
მაგრამ შენს ქოხში არჩიე ლოცვა,
რადგან ტაძარში პირველად შესულს,
დაინახე რომ ვიღაცა ბოდავს

მერე რა თუკი აგებდნენ კოშკებს
და შენს მომავალს გიწერდნენ სხვები,
არასდროს უთხრა შენს მიზნებს ,,არა,,
კვლავ შენებურად გაშალე ფრთები

მერე რა თუკი სხვების წითელი,
შენი თვალებით ყვითელი მოსჩანს,
და როცა სხვები იწყებენ ხვრინვას,
შენი გონება მიჰყვება მოცარტს 

მერე რა თუკი ნაბრძანებ სიტყვას,
შენი რითმების არჩიე წერა,
საუკეთესო მეგობრად მუზა,
მესაიდუმლედ კალამი შეგრჩა...❤️

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი