მთვარეს


შებინდდება თუარა მთვარეს ისე ველოდები,
როგორც ჩვენი სამშობლო-ემიგრანტებს
-----‐-------------------------------------------------
მსურს მოვუყვე,თუ რა მოხდა 
დღისით,მზისით,
რა გადამხდა
სალხინო და გასაჭირი

სმენად იქცა,სხვა რა გზა აქვს,
გადაღლილი შუქით მიცქერს,
ღმერთმა უწყის ჩემნაირად,
კიდევ რამდენ გლახაკს იტევს 

ეს მანძილიც რა მცირეა,
სულ ცოტაც და გულს ჩავიკრავ,
მთავარია ვარსკვლავებმა 
არ იფიქრონ სხვანაირად 

წლები გადის და წამივით,
იფერფლება ჩვენი გრძნობა,
მე ჭაღარა შემერია,
არ უქრება მთვარეს ნდობა

უკვე ისე ჩამისახლდა 
ახლა ისიც მეძებს ღამით,
და თუ ერთიც ფიქრობს შენზე,
ეკარგება სიკვდილს აზრი 

მეგობრობას დაბრკოლებაც
წამდაუწუმ სულ თან დასდევს,
სიგიჟემდე ვღელავ როცა
ღრუბლის კალთა ფარავს მთვარეს 

და რაც უფრო ემატება 
ჩემს ასაკზე წელზე,წელი
და რაც უფრო ახლოვდება
ზეციური სამყოფელი 

მთვარეს უფრო ვუყვარდები,
და ხელგაშლილს ვხედავ თითქოს,
მის სამეფოს მე რომ ავალ,
სიხარულით ელის იმ დროს 

ასეთია საიდუმლოდ შენახული მეგობარი,
ლხინს რომ გაიზიარებს და მწუხარებას არ დაგაცდის,
მანძილი,რომ ვერას აკლებს მე იმ გრძნობის მსურდა ქება
ამიტომაც მოგიყევი ჩემი მთვარის 
ერთგულება...❤️

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი