ქართულო მიწავ!


რარიგ ტკბილი ხარ ქართულო მიწავ,
შენ ერთი ციცქნა რა დიდად ფასობ,
ანაოხრები ოთხივ კუთხიდან
მტრის ჯინზე მაინც მეფურად ხარობ 

მე მხოლოდ ერთს გთხოვ,ილიას ხათრით,
ვაჟას,აკაკის და სხვათა ხსოვნას,
პატივი ეცი და არ დაეცე,
ჩრჩილმა არ სჭამოს ქართული დროშა

არ შეწყდეს ქვევრში ჩხრიალი ღვინის,
ტაძარს გალობა,მყინვარწვერს ნისლი,
არ აირიოს ურჯულოებში,
ანკარა წყაროდ მდინარე სისხლი...

რარიგ ტკბილი ხარ ქართულო მიწავ,
გიჭირს და მაინც მეფურად ხარობ,
ანაოხრები ოთხივ კუთხიდან,
შენ ერთი ციცქნა რა ძვირად ფასობ❤️

ა.გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი