ქალს
ასე ჩუმად, ასე ნაზად, სითბო სარქველს არღვევს, უკითხავად,ეს ნიავი, ვერხვის ფოთოლს არხევს, სადღაც მთაში,სასწაულად, ღმერთი სანთელს ანთებს, მე თუ არ ვთქვი,ვინღა იტყვის, მუნჯი ზეცის სათქმელს.... ასე ჩუმად, ასე ნაზად, ვიღაც ითხოვს ალერს, თან ენძელებს,იებსა და წითელ,მეფურ ვარდებს, ემზადება,სასმელს ასხამს, და თან საწოლს აგებს, თუ არ დავწერ,ვინ მიხვდება უცხო ქალის სათქმელს.... ასე ჩუმად, ასე ნაზად, ბნელს სინათლე ამსხვრევს, ძილი ისევ არ მეღირსა, წუთისოფლის ამღწერს, ეს მელანიც არ თავდება, ირგვლივ ყველას ამხელს, მან თუ არ თქვა,სხვა ვინ იტყვის, მუნჯი ზეცის სათქმელს....❤ აკაკი გორდელაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი