და მაინც!


არ მისცე შენში არსებულ მართალს,
ცრუ სამყაროსთან დაცემის ნება,
ეცადე ბინძურ ზღვის ძლიერ ტალღას,
გადაურჩე და მიცურო ღმერთთან 

ნუ მოჰკლავ შენში სიცოცხლის წყურვილს,
ქაოსურ წინსვლას არჩიე ხოხვა,
და თეთრის შავთან ტრიუმფის ცდაში, 
ნუღარ ამატებ ცოდვაზე ცოდვას...

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი