მეუბნებოდა...


დროს რად ახარჯავ ამაოებას?
და უსაფუძვლო ლექსების ჯღაბნას,
აღარ გბეზრდება?დატკბი ცხოვრებით
დრო სწრაფად გარბის,დღეს-ხარ,ხვალ-არა

რატომ წერ ლექსებს ტყუილუბრალოდ
რატომ აერთებ დღესა და ღამეს,
მეკითხებოდა უცნობი ვინმე
უნდოდა რჩევა მოეცა რამე...

როცა შეწყვიტა კითხვების დასმა
ირონიული მზერა მომაპყრო,
ისიც ვერ მიხვდა,რომ ამ სიტყვებით
ჩემს დარჩენილ დროს წლები მოაკლო

ცოტა ხნით ვდუმდი.დამცირებული.
ვფიქრობდი სიტყვა როგორ ავაწყო
როგორ ავუხსნა ამ მოსაუბრეს 
რომ ლექსი არის ჩემი სამყარო 

ბოლოს გავბედე ჩუმი ხმით მეთქვა
ოჯახს რატომ ქმნი შენ მეგობარო?
რატომ აერთებ ღამეებს ფიქრით 
ცოლ-შვილი დღისით როთ გაახარო ?

წადი,გაერთე,აღარ გბეზრდება?
შენი შვილების ყოველდღე ხილვა?
დატკბი ცხოვრებით როგორც მითხარი,
ეს ვთქვი და ვიგრძნე შემაშრა სიტყვა...

ამით დასრულდა ეს დიალოგი,
თავის დაქნევით დავცილდით ერთურთს,
გზა გავაგრძელე კვლავაც ფიქრებით
რა ლექსი ვუძღვნა ლექსების ერთგულს ❤

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი