თუ...რატომ?


თუ... რატომ?,,

თუ მე მკვდარი ვარ,ვერ გამიგია,
დამტირებლები რატომ არა სჩანს,
თუ ცოცხალი ვარ,ვინც გულში მიზის,
ახლა ჩემს გვერდით რატომ არა დგას??

თუ ზაფხულია და მზე წვავს მდელოს,
მხოლოდღა ჩემთან რატომ აცივდა?
აქ ჩემს ოთახში მზის სხივის ნაცვლად,
თოვლის ფიფქები რატომ აცვივა???

თუ სხვები ილხენს,მხიარულობენ,
მე რად ვარ მონა მწუხარე დროთა,
თუ საქართველო წინსვლის გზას ადგას,
ჩრჩილი რატომ სჭამს დღეს ქართულ დროშას???

თუ მრევლი სჭარბობს,თვალს რად აკლია,
მართლმორწმუნენი და მონა ღვთისა,
და თუ აქ ყოფნა მეუკუღმართა
მაშ,მოვლინება რისთვისღა ღირდა???

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი