ისევ დაღამდა


ისევ დაღამდა,არეული ცხოვრების მიღმა,
ამომიჩემა უსაშველო ფიქრმა და დარდმა,
ალბათ სიცოცხლე ჩალის ფასი მას შემდეგ ხდება 
როცა არაფრის აღარ გაქვს ნატვრა

სულ ერთი სევდით ეს ცხოვრებაც სულერთი გახდა,
არც მიხარია და აღარც მწყინს სიახლე ჩემში,
თამბაქოს კვამლში გახვეულ რითმას,
ცივი ხელებით და კალმით შევხვდი

როგორც ყოველთვის,მიუსაფარი,
პოეზიისგან ვითხოვდი შველას,
და ამ ღამითაც მე მთვარის შუქზე
სულის მალამოდ დავუწყე ძებნა

ჩემს ქოხში ჩვეულ მუზების ქალღმერთს,
წაუშლელ სახეს,საოცარ ღიმილს,
ვერ ვპატიობდი გუშინდელ ღამეს,
როცა იმედად დამტოვა სიზმრის

ისედაც მცირე დარჩენილ დროში,
როგორ დავკარგო ძილისთვის წამი,
,,შენ უნდა წერო,, იდუმალ ხმაში
რა უფლება მაქვს მოვხუჭო თვალი

ეგებ ეს ჩემი ნატანჯი ლექსი,
მომავალ დროში ვიღაცას შეხვდეს,
და მანაც ჩემებრ სევდაში მყოფმა,
უარი უთხრას თვალს მომდგარ ცრემლებს 

იფიქროს ეგებ რომ იყო ვიღაც,
ლექსის მწერალი იმავე დარდით,
გადაიკითხოს პოეზია და გზააბნეული  იპოვოს თავი

არ მისცეს ეშმაკს ღიმილის ნება,
განგების ჯინზე იპოვის რწმენა,
პატიოსნებით შეირგოს რაც კი
პატიოსნებით უბოძა ღმერთმა...❤️

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი