,,შინასხეულად"


,,შინასხეულად,,

ისიც არ ვიცი,რა მინდა გითხრა,
თუკი ვარ ვინმეს მოსმენის ღირსი,
აღარ ჭრის ჩემი სიტყვა და ნდობა,
აღარ ჭრის ჩემი გულწრფელი ფიცი

მე დავიბადე აგვისტოს თვეში,
მაშინ მზის სხივი მითბობდა სხეულს,
ახლა კი მხოლოდ მიწა ვარ ვიცი
და მელოდება სიცივე წლეულს 

მე სიამაყე დამდევდა მუდამ,
მე შეცდომებზე არ ვიცი სწავლა,
არც შემრჩა რამე ღვთიური გრძნობა,
რომ მომანიჭოს სიცოცხლის ძალა

ერთია მხოლოდ დილით თუ ღამით,
ცოცხალი ვარ თუ სიცოცხლით მკვდარი,
უპოეზიოდ არ არის ჩემთვის,
არცერთი წუთი,არცერთი წამი 

ჭირისუფლად მყავს ლექსები ჩემი,
მესაიდუმლედ კალამი მიზის,
მიმოაპნიეთ საფლავზე რითმა,
არ მინდა ვიგრძნო სიცივე მიწის 

ისიც არ ვიცი,რა მინდა გითხრა,
თუ კი ვარ ვინმეს მოსმენის ღირსი,
მე დავიბადე აგვისტოს თვეში,
მითბობდა სხეულს მაშინ მზის სხივი...❤️

ა.გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი