გამომართვით
გამომართვით,აღარ მინდა ეს ცხოვრება დამეკარგა მე სურვილი აქეთ ყოფნის გამომართვით და მიეცით ისეთ ღარიბს წუთები,რომ შერჩენია არსებობის გადაისხით,ჩემი სისხლი,ეგებ გარგოთ და შეგმატოთ გამძლეობა ფეხზე დგომის გადაისხით,ნუ თაკილობთ ქართულია მის დაღვრილზე იბიბინებს ყაყაჩოც კი მაგრამ დიდი მოწიწებით გადანერგეთ მწარე სიტყვით გატეხილი ჩემი გული გადანერგეთ, არ დატოვოთ უპატრონოდ სიყვარული შეუძლია სასწაული❤ აკაკი გორდელაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი