სოფელს
იყო დრო და სიყვარულით ვხატავდი, არაუშავს ახლა ფუნჯით ვხატავ, იყო დრო რომ გრძნობებს რითმით ვქარგავდი, აღმოჩნდა,რომ არ გამომდის ქარგვა ადრე ნდობით ვსაუბრობდი ხალხში, ახლა უკვე ამოსუნთქვას ვმალავ, ჩემში ვეძებ კარგად ყოფნის წამებს, ადრე სხვები მანიჭებდნენ ძალას ყველაფერი ცვალებადი ყოფილა, ასე უცებ ყველაფერი გაქრა, ურყევია მხოლოდ ოდა სახლი, ჩემი სოფლის მდინარე და ჭალა ისევ ისე სიყვარულით ელიან, ზაფხულობით სტუმრად ჩასულ მასას, სტუმრობიდან სტუმრობამდე ებრძვიან, მარტოობით გაწამებულ ზამთარს არ ჰკარგავენ მამაპაპურ იერს, არ იცვლიან სამკაულს და სამოსს, ძველებურად მიჰყვებიან ბილიკს, ჩვენებური საოცრება გვაქვსო...❤️ აკაკი გორდელაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი