შემოდგომა


ცეცხლი მოეკიდა დედამიწას,
ხეებს უმოწყალოდ დასცხა,
გზები სიმარტოვით მკვდარი,
წყვილის იმედადღა დარჩა

ირგვლივ შეიმოსა მდელო,
ბრწყინავს ყვითელ ფერში კაბა,
და ამ უსასრულო ბილიკს,
ფოთლით შეუკერეს ფარჩა

როგორ მომენატრა,კარგო,
შემოდგომისფერი ნატვრა,
შენთვის დაკრეფილი ხილი,
მორცხვად შევსებული კალთა...❤

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი