თუარ...
თუარ მოყევი ძილისწინ ფურცლად, გულს ჩამარხული შენი გრძნობები, თუარ შეყევი გვირაბში ღამეს და ვარსკვალებით არ გაოცდები თუარ დაიდებ ლოგინთან სასმელს, თუ შენი სევდა შეიხსნის ბორკილს, თუ ფიროსმანი მოკვდება შენში, თუარ მოხატავს შენს სხეულს ცოდვილს თუარ დაარღვევ შენს ქოხში დუმილს, თუარ ამღერებ მტვრიან გიტარას, თუ შეშის ტკაცუნს ჩაუხშობ ბუხარს, და თუარ შეიცვლი სიზმრად მისამართს თუ სავსე მთვარეს თამბაქოს კვამლში კვლავინდებურად ვეღარ გაახვევ, თუ გალაკტიონს არ ღვიძავს შენში, მინას დაორთქლილს რითმებს არ აწერ თუ დედამიწას სამოთხედ არ თვლი, თუ სიყვარულით ვეღარ ივსები, მხოლოდ სხეული აგრძელებს ყოფას და სულიერად გარდაიცვლები...❤️ აკაკი გორდელაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი