იმ ღამით
ფიქრები ფურცლად ამხელდა სხეულს, წვიმა იშლიდა დალალებს ქარში, შევსებულ სასმისს ღვთიური ღვინო, გასაქარვებლად მინდოდა დარდის ეფინებოდა თვალებზე ნისლი, ბედნიერების ქრებოდა ლანდი, თოვლის ფიფქივით დნებოდა თითქოს, უსიყვარულოდ შობილი წამი ვხედავდი შორით,ბუმბერაზ მწვერვალს, რომ უხდებოდა ქათქათა კაშნე, სიმთვრალისაგან გადამკვდარ რითმებს, ისევ ჩურჩულით იხმობდა ღამე: და მერე ერთხმად ამხელდნენ სხეულს, წვიმა იშლიდა დალალებს ქარში, შევსებულ სასმისს ღვთიური ღვინო, გასაქარვებლად მინდოდა დარდის...❤️ აკაკი გორდელაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი