სადაც არ უნდა წავიდე,ღმერთო!


სადაც არ უნდა წავიდე,ღმერთო,
სადაც არ უნდა დავადგა ფეხი,
მე მაინც ვიტყვი არ შეგიქმნია,
სხვა საოცრება ამაზე მეტი 

ამ ჩემს ორღობეს ფერი აქვს ოქროს,
სამოთხის ბილიკს წააგავს გზები,
გადაუფრინე შენს კუთხე-კუნჭულს 
სულ არ გჭირდება ამისთვის ფრთები 

სადაც არ უნდა წავიდე,ღმერთო,
ანდა სად უნდა დავადგა ფეხი,
არ მახსენდება დედამიწაზე,
სხვა საოცრება ამაზე მეტი...❤️

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი