ხსოვნას


როგორ ვუწოდო მე იმას მკვდარი,
ვისზე ფიქრითაც იწყება დილა,
მერე რა,ის თუ ღრუბელზე დადის
და მე ვერაფრით ვშორდები მიწას 

როგორ ვუწოდო მე იმას მკვდარი,
ვისი აჩრდილიც სულ თან დამყვება,
წყენას ვერ ვმალავ და მის საქციელს 
სად მოვუძებნო მე გამართლება

ჩემს გარეშე რომ ვერ ძლებდა წამით,
სანთლით საძებარ მეგობარს ჰგავდა,
ვერ ვაპატიებ ასე უეცარ,
ასე უსიტყვოდ,უჩემოდ,წასვლას...

და მაინც ჩემთვის არა ხარ მკვდარი,
სულ შენზე ფიქრით იწყება დილა,
მერე რა,თუ შენ ღრუბლებში ცხოვრობ
და მე ვერაფრით ვშორდები მიწას...💔

აკაკი გორდელაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი