...


ბავშვობაში,როცა ვინმეზე მესმოდა,საკუთარი აზრი აქვსო,მიკვირდა,როგორ შეიძლებოდა უამრავ ადამიანში შენი საკუთარი აზრი გქონოდა.როცა გავიზარდე,მაშინ მივხვდი,რომ საკუთარი აზრის ქონა სულაც არ ნიშნავს რვა მილიარდი ადამიანისგან განსხვავებული აზრის ქონას - საკუთარი აზრი საკუთარი ნაფიქრის,საკუთარი ნააზრევის შედეგია და არა წიგნებში ამოკითხული, ცნობილი ადამიანების მზამზარეული აზრები,რომლებსაც, შესაძლოა ეთანხმები კიდეც,მაგრამ კრიტიკულ მომენტში არც კი გაგახსენდეს,უბრალოდ,არაფერში გამოგადგეს.
ამიტომ,ნამდვილად ღირს,ხანდახან,დროებით, გვერდზე გადავდოთ ყველა წიგნი,საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ და საკუთარი გამოცდილების,შთაბეჭდილებების,დაკვირვების საფუძველზე დავბადოთ საკუთარი აზრები,რომლებიც, შეიძლება, ძალიან გავდნენ ცნობილი მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევს,მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად გვეცოდინება,რომ ისინი ჩვენს გონებაში,ჩვენივე დაბადებული აზრებია და ნებისმიერ სიტუაციაში თუ კრიტიკულ მომენტში გონებასთან შეთანხმებული, ადეკვატური რეაქციები გვექნება,ნაკლებად დავიბნევით და ფატალური შეცდომებიც ნაკლებად მოგვივა.

/ ალბათ მოვა დრო /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი