სიყვარული ბრმა არისო...


სიყვარული ბრმა არისო,ირონიულად ჩაიღიმებენ ხოლმე ცინიკოსები...
მართლაც ასეა და ვფიქრობ,ეს კოდი შემთხვევით არ არის ჩადებული ადამიანის ქვეცნობიერში.დიახაც,ბრმა უნდა იყოს სიყვარული და ყრუც - იმდენი ნაკლი გვაქვს,იმდენ უნებლიე შეცდომას ვუშვებთ,იმდენად სუსტი და ამპარტავანია ადამიანი,რომ სხვაგვარად ვერ გავუძლებდით ერთმანეთს...
ალბათ ეს არის უსიყვარულობის შიში - შიში იმისა,რომ თუ არ ვეყვარებით,ერთ მშვენიერ დღეს შეგვიძულებენ ჩვენი ნაკლოვანებების გამო,იმ ნაკლოვანებების,რომლებიც სიყვარულისთვის ნაკლებად შესამჩნევი და დამღლელია...
არადა, რა მშვენიერია,როცა არც ბრმა ხარ და არც ყრუ და მაინც გიყვარს ადამიანი,სწორედ ისეთი,როგორიც არის,როგორიც ღმერთმა შექმნა - მთელი თავისი მრავალფეროვნებით,.როცა არ გჭირდება არავის და არაფრის გამოგონება,როცა შენივე ფანტაზიების მსხვერპლი არ ხდები,როცა კარგად იცი,რომ სრულყოფილი არავინაა და არაფერში გჭირდება მის ყოველ  შეცდომაზე ,,ღვთაებრივად მიმტევებლური"  პოზების დაჭერა. - უბრალოდ გიყვარს და მორჩა..
ალბათ ეს არის თავისუფლება...
სიბრმავისა და სიყრუის გარეშე...
/ ალბათ მოვა დრო/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი