ძლიერი მამაკაცი
ძლიერი მამაკაცი - გაძლევს თავისუფლებას. სუსტი - ცდილობს მიგიჯაჭვოს. ძლიერი მამაკაცი - გულწრფელობით ,,მოგიპოვებს". სუსტი - უფსკერო მანიპულაციებით. ძლიერი მამაკაცი - პატიობს ან ივიწყებს. სუსტი - იაფფასიან სამაგიეროს გეგმავს. ძლიერი მამაკაცი - მეცხრე ცაზე აგიყვანს და არ შეეშინდება,რომ, მერე, ვეღარ შეგწვდება. სუსტი - თავის მენტალურ ჭაობში გექაჩება. ძლიერი მამაკაცი - ბადებს შენში ემოციებს და თავადაც იკვებება სუსტი - იკვებება შენში დაბადებული ემოციით და გაცარიელებს. ძლიერი მამაკაცი - გაძლიერებს,როგორც პიროვნებას. სუსტი - გაძლიერებს,როგორც დედაკაცს. ძლიერი მამაკაცი - ფარია. სუსტი - სიძლიერის ილუზიას ამოფარებული. ძლიერი მამაკაცი - თავს უფლებას აძლევს,ხანდახან, იყოს სუსტი. სუსტი - გაჯერებს,რომ მისი ძალა მის სისუსტეშია. ძლიერი მამაკაცი - ერთი დიდი,ლამაზი თავგადასავალია. სუსტი - ელოდება, ლამაზ თავგადასავალს შენ როდის დაატეხავ თავზე. ძლიერ მამაკაცს - უყვარხარ ორივესთვის. სუსტს - უყვარხარ თავისთვის. ძლიერი ქალი - ბუნებაში არ არსებობს. ძლიერ ქალს სუსტი მამაკაცები ქმნიან... თავისდა გასანადგურებლად... ............ ძლიერი მამაკაცი - ამ ყველაფერს გაიაზრებს. სუსტი - არც ისეთი სუსტი ყოფილა,თუ ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხა ))))
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი